შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ აბულაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1942 წელს. 1942–1945წწ. იყო თბილის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თერაპიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1945–1963წწ. ს. ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1963–1971წწ. ამავე ინსტიტუტის ბიოქიმიური ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1971–1978წწ. დიზენტერიის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1983 წელს ბიოქიმიური ჯგუფის ხელმძღვანელი; 1983–1989წწ. კლინიკური განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1989 წლის ოქტომბრიდან პენსიონერია. ავტორია 28 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ბიოქიმიურ კვლევას ანკილოსტომოზის დროს. არის სამედიცინო პარაზიტოლოგიის სპეციალისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა: "ღვიძლის ზოგიერთი ფუნქციის მდგომარეობა ანკილოსტომიდოზის დროს" დაიცვა 1962 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ., 2000.-გვ. 9 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |