The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევან გიორგაშვილი

ლევან გიორგაშვილი
Date of birth:1 January, 1946  (78 years)
Category:Mathematician, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ყვარელი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა–მათემატიკის ფაკულტეტი 1968 წელს.

1968-1988წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში; 1988 წლიდან - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში უმაღლესი მათემატიკის კათედრაზე; 2005 წლიდან იყო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის მათემატიკა ფიზიკის მიმართულების ხელმძღვანელი; 2005-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის მათემატიკა–ასტრონომიის ფაკულტეტის დეკანი. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი თემაა მყარი დეფორმირებადი სხეულებისათვის სასაზღვრო ამოცანების შესწავლა სხვადასხვა ველების გათვალისწინებით; შესწავლილია სასაზღვრო და სასაზღვრო-საკონტაქტო ამოცანები პოტენციალთა და სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებათა მეთოდის გამოყენებით; შესწავლილია ასევე კონკრეტული გეომეტრიული ფორმის მქონე სხეულებისათვის სასაზღვრო ამოცანები. მათემატიკოსი, ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (1997).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.12; საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.203

Bibliography


Share: