The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ გიორგაძე

მიხეილ გიორგაძე
Date of birth:12 March, 1912
Date of death:23 November, 1982  (at 70 years)
Burial location:ნოვოდევიჩის სასაფლაო, მოსკოვი
Category:Public official, Politician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ზოდი, ჭიათურის რაიონი.

დაამთავრა მოსკოვის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის ინსტიტუტი 1941 წელს.

1929 წლიდან მუშაობდა ტრაქტორისტად, სატრაქტორო ბრიგადის ხელმძღვანელად; 1941-1951 წწ. მუშაობდა სსრკ მიწათმოქმედების სახელმწიფო კომისარიატში (შემდეგ სოფლის მეურნეობის სამინისტრო) ჯერ ინჟინრად, შემდეგმ მთავარ ინჟინრად, განყოფილების უფროსად, სამმართველოს უფროსად; 1951-1953 წწ. საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის (შემდგომ სიფლის მეურნებისა და დამზადების) მინისტრის მოადგილე; 1953-1954 წწ. იყო სოფლის მეურნეობის მინისტრი და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1954-1956 წწ. საქ. სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1957-1982 წწ. სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი. სკკპ XXIII-XXV ყრილობებზე აირჩიეს სკკპ ცკ-ის წევრობის კანდიდატად. საბჭოთა პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.14; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.3.-თბ.,1978.-გვ.158; m-necropol.ru

Member of Organizations

  • სსრკ IV-IX მოწვევის უმაღლესი საბჭო, დეპუტატი

Awards and Honors

  • წითელი დროშის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ლენინის ორდენი (2 ორდენი)

Share: