Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი აბდუშელიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 1942 წელს. სამხედრო სამსახურში ყოფნისას მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე; 1962-1965წწ. იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კვების ლაბორატორიის გამგე; 1968 წლიდან მუშაობდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარ სპეციალისტად დიეტოლოგიაში. 1974-1988წწ. იყო გ. ნათაძის სახელობის სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 1988 წლიდან დირექტორის მრჩეველი; კვლევის საგანი მოსახლეობის კვებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობა; საკვები პროდუქტების გაუვნებელყოფა; აგრეთვე ცილის ახალი წყაროების სამედიცინო ბიოლოგიური შეფასება; შეიმუშავა და პრაქტიკაში დანერგა სხვადასხვა პროფესიის პირებისათვის კვების დღიური ნორმები, რეკომენდაციები; სიმსუქნის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის შედგენილი აქვს ქართული კერძების რეცეპტები და სხვა; გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები: "სამკურნალო კვება ზოგიერთი დაავადების დროს"(1971), "კვება ქრონიკული გასტრიტების დროს"(1978), "ზოგიერთი ალიმენტური კანცეროგენული ფაქტორები და ავთვისებიანი სიმსივნეების პროფილაქტიკა"(1979), "სამკურნალო კვება"(1993). ჰიგიენისტი, ექიმი-დიეტოლოგი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1986): პროფესორი(1987). საკანდიტატო დისერტაციის თემა - "სისხლის შრატის ზოგიერთი ცილების მაჩვენებლების მდგომარეობა სისხლის მიმოქცევის უკმარისობის დროს", დაიცვა 1958 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოს მოსახლეობის კვების ჰიგიენური ასპექტები", დაიცვა 1985 წელს. წყარო: საქართველო:ენციკლოპედია:ტ.1.-თბ.,1997.-გვ.26; ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.7; ენციკლოპედია "საქართველო": georgianencyclopedia.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.357 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |