შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი აბდუშელიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 1942 წელს. სამხედრო სამსახურში ყოფნისას მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე; 1962-1965წწ. იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კვების ლაბორატორიის გამგე; 1968 წლიდან მუშაობდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარ სპეციალისტად დიეტოლოგიაში. 1974-1988წწ. იყო გ. ნათაძის სახელობის სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 1988 წლიდან დირექტორის მრჩეველი; კვლევის საგანი მოსახლეობის კვებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობა; საკვები პროდუქტების გაუვნებელყოფა; აგრეთვე ცილის ახალი წყაროების სამედიცინო ბიოლოგიური შეფასება; შეიმუშავა და პრაქტიკაში დანერგა სხვადასხვა პროფესიის პირებისათვის კვების დღიური ნორმები, რეკომენდაციები; სიმსუქნის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის შედგენილი აქვს ქართული კერძების რეცეპტები და სხვა; გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები: "სამკურნალო კვება ზოგიერთი დაავადების დროს"(1971), "კვება ქრონიკული გასტრიტების დროს"(1978), "ზოგიერთი ალიმენტური კანცეროგენული ფაქტორები და ავთვისებიანი სიმსივნეების პროფილაქტიკა"(1979), "სამკურნალო კვება"(1993). ჰიგიენისტი, ექიმი-დიეტოლოგი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1986): პროფესორი(1987). საკანდიტატო დისერტაციის თემა - "სისხლის შრატის ზოგიერთი ცილების მაჩვენებლების მდგომარეობა სისხლის მიმოქცევის უკმარისობის დროს", დაიცვა 1958 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოს მოსახლეობის კვების ჰიგიენური ასპექტები", დაიცვა 1985 წელს. წყარო: საქართველო:ენციკლოპედია:ტ.1.-თბ.,1997.-გვ.26; ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.7; ენციკლოპედია "საქართველო": georgianencyclopedia.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.357 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |