Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნესტორ გიორგაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი გუთური, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა ამიერკავკასიის კომუნისტური უნივერსიტეტი 1938 წელს. 1935-1938წწ. ხელმძღვანელობდა პირველი ჩაის გადასამუშავებელი ფაბრიკის მშენებლობასა და დაბა ლაითურის გაშენებას; 1946-1960წწ. იყო ამიერკავკასიის მეტალურგმშენის ტრესტის მმართველი; 1963 წელს მშენებლობის მინისტრის მოადგილე, კურორტ ბიჭვინთაში მიმდინარე სამუშაოების ხელმძღვანელი; სტალინგრადში მონაწილეობდა მცირე სიმძლავრის სატანკო ძრავების ქარხნის მშენებლობაში; დიდი წვლილი მიუძღვის რუსთავის მეტალურგიული ქარხნის აშენებასა და თვით რუსთავ–ქალაქის განაშენიანებაში; 1971 წლიდა პერსონალურ პენსიაზე გასვლის შემდგომ, სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა საქართველოს სსრ-ს მშენებლობის სამინისტროს კონსულტატად. იყო საქართველოს სსრ I-V მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; მშენებელი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.15; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.3.-თბ.,1978.-გვ.158 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |