The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნესტორ გიორგაძე

ნესტორ გიორგაძე
Date of birth:9 January, 1901
Date of death:7 August, 1983  (at 82 years)
Burial location:საბურთალოს პანთეონი, თბილისი
Category:Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი გუთური, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა ამიერკავკასიის კომუნისტური უნივერსიტეტი 1938 წელს.

1935-1938წწ. ხელმძღვანელობდა პირველი ჩაის გადასამუშავებელი ფაბრიკის მშენებლობასა და დაბა ლაითურის გაშენებას; 1946-1960წწ. იყო ამიერკავკასიის მეტალურგმშენის ტრესტის მმართველი; 1963 წელს მშენებლობის მინისტრის მოადგილე, კურორტ ბიჭვინთაში მიმდინარე სამუშაოების ხელმძღვანელი; სტალინგრადში მონაწილეობდა მცირე სიმძლავრის სატანკო ძრავების ქარხნის მშენებლობაში; დიდი წვლილი მიუძღვის რუსთავის მეტალურგიული ქარხნის აშენებასა და თვით რუსთავ–ქალაქის განაშენიანებაში; 1971 წლიდა პერსონალურ პენსიაზე გასვლის შემდგომ, სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა საქართველოს სსრ-ს მშენებლობის სამინისტროს კონსულტატად. იყო საქართველოს სსრ I-V მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; მშენებელი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.15; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.3.-თბ.,1978.-გვ.158

Awards and Honors

  • 1958 - სოციალისტური შრომის გმირი
  • 1951 - სსრკ სახელმწიფო პრემია
    რკინაბეტონის ნაკეთობათა ახალი მეთოდის დამუშავებისა და დანერგვისათვის
  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა (ВДНХ) (ვერცხლის მედალი და II ხარისხის დიპლომი)
    ქ. რუსთავის ურბანული დაგეგმარების, პროექტირების, გამწვანებისა და გალამაზებაში შეტალი წვლილისთვის
  • მედალი "1941-1945 წლებში დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისთვის"
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი (2 ორდენი)
  • ლენინის ორდენი (2 ორდენი)
  • შრომის წითელი დროშის ორდენი (2 ორდენი)
  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"

Share: