The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ გიორგაძე

დაბადების თარიღი:19 თებერვალი, 1931
გარდაცვ. თარიღი:8 იანვარი, 2007  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1964 წელს; ლენინგრადის კულტურის უმაღლესი სკოლა 1973 წელს.

1949 წლიდან მუშაობდა ხულოსა და ბათუმის სკოლების მასწავლებლად, აგრეთვე სხვადასხვა საზოგადოებრივ თანამდებობაზე განათლების, კულტურის, სპორტის ორგანიზაციებში; 1993-2007წწ. იყო შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაწყებითი განათლების კათედრის გამგე; ჩამოაყალიბა ესთეტიკური აღზრდის სისტემის თეორიული მოდელი, რომელიც ხელს უწყობს მოზარდი თაობის ჰარმონიულ აღზრდას; გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი; პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2000).

წყარო: საქართველო:ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.15; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.288

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემია, წევრი (2001-)
  • საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემია, წევრი (1998-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების მედალი
  • 1998 - ღირსების ორდენი
    სტუდენტთა აღზრდასა და განათლებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვისთვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: