Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პანტელეიმონ გიორგაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი გორმაღალი, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა ალმა–ათის საკავალერიო სასაზღვრო სასწავლებელი 1948 წელს; სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო აკადემია 1956 წელს; სსრკ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო აკადემია 1969 წელს. 1969-1973წწ. მუშაობდა ამიერკავკასიის სასაზღვრო ოლქის შტაბში, შემდეგ აღმოსავლეთ სასაზღვრო ჯარების უფროსის მოადგილედ; 1973-1976წწ. მუშაობდა მონღოლეთში; 1982-1985წწ. კუბაში; 1985-1987წწ. კვლავ მონღოლეთში; 1976-1979წწ. იყო შუა აზიის სასაზღვრო ჯარების სარდლის მოადგილე; 1991-1992წწ. საქართველოს სასაზღვრო ჯარების სარდალი; 1992-1993წწ. სამშვიდობო ძალების სარდალი საქართველოს მხრიდან შიდა ქართლში; 1992-1993წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საკომპესაციო სიით, მშრომელთა სოციალისტური პარტია; საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი (1993); II მსოფლიო ომის დროს იბრძოდა ჩრდილოეთ კავკასიის ფრონტზე; მიღებული აქვს სახელმწიფო და საბრძოლო ჯილდოები; საბჭოთა არმიის გენერალ–მაიორი (1971). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.15; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: web.archive.org; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 124 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |