The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მალხაზ აბდუშელიშვილი

მალხაზ აბდუშელიშვილი
Date of birth:28 November, 1926
Date of death:23 February, 1998  (at 71 years)
Category:Anthropologist, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1948 წელს.

1948 წელს დაიწყო მუშაობა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის ანთროპოლოგიის განყოფილებაში ალ. ნათიშვილის ხელმძღვანელობათ; 1959 წლიდან ამავე განყოფილების გამგეა; მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა კავკასიის ძველი და თანადროვე მოსახლეობის (1950), აგრეთვე ინდოეთის სუბკონტინენტის ენდოგამიური პოპულაციების ანთროპოლოგიური კვლევა (1971); მის სახელთან არის დაკავშირებული ქართველი ხალხის ანთროპოლოგიური  შესწავლა; კავკსიის  და ინდოეთის მოსახლეობის ანთროპოლოგიური კლასიფიკაცია; ძირითადი ანთროპოლოგიური ტიპების ადგილის განსზღვრა ზოგად რასობრივ სისტემატიკაში და სხვა. ხელმძღვანელობდა სსრკ–ინდოეთის ერთობლივ ანთროპოლოგიურ ექსპედიციებსნ(1971, 1974–1975, 1978–1979, 1983). ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1964); პროფესორი (1965), ქართული ანთროპოლოგიური სკოლის ერთ–ერთი ფუძემდებელი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.1. – თბ., 1997. – გვ.27; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.329

Member of Organizations

  • ევროპის ანთროპოლოგიის ასოციაცია, წევრი (1973-)
  • იუნესკოს ექსპერტი (1964-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1993-)
  • სრულიად ინდოეთის ადამიანის გენეტიკოსთა საზოგადოების საპატიო, წევრი (1979-)

Awards and Honors

  • 1996 - ღირსების ორდენი
  • 1979 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: