Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მერაბ ადეიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1978 წელს. 1978-1985წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტთა საკონსტრუქტორო ბიუროს უფროსის მოადგილე, სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს მთავარი კონსტრუქტორი, კათედრის დოცენტი; 1985-1989წწ. ამავე ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი; 1989-1993წწ. სასწავლო ნაწილის უფროსი; 1993-1995წწ. პრორექტორი; 1995-1996წწ. სახელმწიფო მინისტრის მოადგილე; 1996-2003წწ. საქართველოს ტრანსპორტის მინისტრი. გამოქვეყნებული აქვს 5 სახელმძღვანელო, 50-ზე მეტი სამეცნიერო სტატია, მონოგრაფია: "კოსმოსური დიდგაბარიტიანი კარკასულ--საყრდენიანი ნაგებობების გაანგარიშების მეთოდები". არის უკრაინის საერთაშორისო ორგანიზაცია - "შავი ზღვის გამოფენების ასოციაციის" ლაურეატი "წლის საუკეთესო ადამიანი ტრანსპორტი-98-ზე". სადოქტორო დისერტაციის თემა - "კოსმოსური მაღალი სიხშირის რადიოტექნიკური ავტონომიური კომპლექსების დიდგაბარიტიანი ნაგებობები", დაიცვა 1995 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. -თბ., 1998-99. -გვ.5; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.399 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |