The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლეილა აბულაძე

Date of birth:13 January, 1929  (95 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1954 წელს.

1955–1956წწ. იყო გუდაუთის საკურორტო პოლიკლინიკის ექიმი–ორდინატორი; 1956–1958წწ. კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1959–1962წწ. ასპირანტი; 1964 წელს ამავე ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1965–1996წწ. ფიზიოთერაპიული განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1996 წლიდან ფიზიოთერაპიული განყოფილების გამგე. ავტორია 70 სამეცნიერო ნაშრომის, 10 მეთოდური რეკომენდაციის, 8 რაციონალიზატორული წინადადებების, სხვადასხვა დაავადებების ფიზიოთერაპიული მკურნალობის შესახებ. ექიმი-ფიზიოთერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კუმისის ლამის ტალახის და თბილისის თერმულ–გოგირდოვანი წყლით ნაწლავების წყალქვეშა გამორეცხვების გავლენა ღვიძლის ზოგიერთ ფუნქციაზე ქრონიკული ქოლეცისტიტის დროს", დაიცვა 1968 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.10

Member of Organizations

  • კურორტოლოგთა და ფიზიოთერაპევტთა საზოგადოების გამგეობა, წევრი

Awards and Honors

  • 1992 - უმაღლესი კატეგორიის ექიმი–ფიზიოთერაპევტი

Share: