შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით უსუფაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მაღარო, სიღნაღის რაიონი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1992 წელს; დიუკის უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტი 1999 წელს. 1989-1995წწ. იყო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი; 1992 წელს საქართველოს სახელმწიფო საბჭოს წამყვანი იურიდიული მრჩეველი; 1992-1996წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორის თანაშემწე; 1992-1994წწ. საქართველოს პრეზიდენტის აპარატის უფროსი იურიდიული მრჩეველი, საქართველოს პარლამენტსა და საკონსტიტუციო კომისიაში საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი; 1995-1997წწ. და 2000-2001წწ. ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველო"-ს საბჭოს წევრი; 1999-2000წწ. AMEX-International-ის მისიის ხელმძღვანელი; 1999-2005წწ. USAID-ის კანონის უზენაესობის პროგრამაში; 1999-2012წწ. თბილისის საარბიტრაჟო პალატის არბიტრი. 1999-2011წწ. მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ლექტორად; 2000-2001წწ. იყო საქართველოს პრეზიდენტის ანტიკორუფციული სამუშაო ჯგუფის აღმასრულებელი მდივანი; 2001-2002წწ. "IRIS საქართველოს" მისიის ხელმძღვანელის მოადგილე; 2002-2005წწ. "IRIS საქართველოს" უფროსი იურიდიული და პოლიტიკური მრჩეველი; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №3 საბურთალოს საარჩევნო ოლქიდან; 2020 წლიდან საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ლელო - მამუკა ხაზარაძე", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.325 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |