The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვაჟა აგლაძე

ვაჟა აგლაძე
Date of birth:16 February, 1960  (65 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1983 წელს.

1983 წელს გაიარა კლინიკური ორდინატურის კურსი კარდიოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში (სპეციალობით - კარდიოლოგი). 1983–1985წწ. იყო აკადემიკოს მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1985–1991წწ. ამავე ინსტიტუტის რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილების ექიმი; 1985–1991წწ. ინფარქტის განყოფილების უფროსი მეცნიერ–მუშაკი; 1994–2999წწ. დააფუძნა შპს "კარდიოექსპრესი"; 2000 წლიდან სასწრაფო დახმარების სამსახურის შპს "კარდიოსერვისის" დამფუძნებელი და დირექტორია; 2001 წელს გაიარა ინტერნატურის კურსი ავსტრიაში; 2002 წლიდან ბაქო-თბილისი ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის სამედიცინო სამსახურის ექიმია; 2004 წლის სექტემბრიდან საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება სამუშაო ჯგუფის - "მწვავე კარდიული პათოლოგიების მართვა"-ხელმძღვანელია; 2012 წლიდან მუშაობს ახალციხის რეგიონალურ  საავადმყოფოში; 2013 წლიდან კლინიკაში "ოქსფორდ მედიქალ ჯორჯია" ექიმი კარდიოლოგია; კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მიოკარდის ინფარქტის უმწვავეს ფაზაში რეგისტრირებული სტანდარტული ელექტროკარდიოგრამის ზოგიერთი პარამეტრის მნიშვნელობა ნევროზის საბოლოო ზომის პროგნოზირებისათვის", დაიცვა 1999 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.11; vidal.ge

Member of Organizations

  • ასოციაცია "საქართველოს კარდიოლოგია – XXI საუკუნე", წევრი
  • ევროპის კარდიოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოება სატელიტი "მწვავე კარდიული პათოლოგიების მართვის ასოციაცია", წევრი (2005-)
  • საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება, წევრი

Bibliography


Share: