The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მანანა კობახიძე

მანანა კობახიძე
Date of birth:3 February, 1968  (57 years)
Category:Public official, Historian, Lawyer, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1990 წელს; თბილისის იურიდიულ ინსტიტუტი 2003 წელს. 

1990-1991წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ტელე-რადიო დეპარტამენტში - კორესპონდენტად; 1991-2001წწ. თბილისის 54-ე საჯარო სკოლის პედაგოგად; 1995-1996წწ. თბილისის მერიის განათლების სამმართველოს პედაგოგიურ ინოვაციათა ცენტრში წამყვან სპეციალისტად; 2003-2009წწ. შრომითი საქმიანობა განაგრძო ააიპ "კონსტიტუციის 42-ე მუხლში" პროექტის: "სტრატეგიული სამართალწარმოება და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების დანერგვა" - დირექტორად; 2004-2009წწ. ამავე ორგანიზაციაში იყო გამგეობის თავმჯდომარე, ხოლო 2009-2011წწ. აღმასრულებელი დირექტორი; მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, როგორც ადვოკატი წარმოადგენდა და იცავდა მოქალაქეთა ინტერესებს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში, მათ შორის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის სასამართლოში; 2005-2012წწ. კითხულობდა ლექციებს კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში სამართალმცოდნეობის შესავალ კურსში, ასევე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში; 2012-2016წწ. საქართველოსმე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, №50 საჩხერის საარჩევნო ოლქი; 2016-2017წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2017 წლიდან საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 209; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო: constcourt.ge

Member of Organizations

  • "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" , თავმჯდომარე (2012-2013)
  • ორგანიზაცია "საზოგადოებრივი დამცველი" , აღმასრულებელი დირექტორი (2011-2012)
  • ორგანიზაცია "საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის", დამფუძნებელი, გამგეობის წევრი (2009-2012)
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, წევრი (2003-2012)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2017)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი , წეცრი (2016-2017)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, წევრი (2016-2017)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება“, წევრი (2016-2017)
  • შპს "დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სასამართლოს", დამფუძნებელი პარტნიორი (2009-2012)

Share: