შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელგუჯა ადამია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1961 წელს. 1961–1964წწ. მუშაოდა აფხაზეთის ასსრ–ში; 1964–1974წწ. საქართველოს კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის კვლევით ინსტიტუტში; 1974 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომელია. ავტორია 45 სამეცნიერო ნაშრომის გასტრო–ენტეროლოგიურ საკითხებზე; გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: "შინაგან დაავადებათა გადაუდებელი დიაგნოსტიკა და თერაპია"(1985). თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქრონიკული ჰეპატოქოლეცისტიტით დაავადებულთა მკურნალობის შედარებითი ეფექტურობა კურორტ ჯავასა და კურორტის გარეშე პირობებში", დაიცვა 1971 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.12 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |