| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გოგი ალექსიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1960 წელს და ლენინგრადის რიმსკი-კორსაკოვის სახელობის კონსერვატორიის საბალეტმაისტერო განყოფილება 1966 წელს. 1965-1972წწ. იყო პედაგოგი, დოცენტი; 1965-1972წწ. - ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის თეატრის კამერული ბალეტის ხელმძღვანელი; 1972-1980წწ. - თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტმაისტერი, 1980-1983წწ. - ქ. პერმის პ. ჩაიკოვსკის სახელობის თეატრის მთავარი ბალეტმეისტერი; 1983-1985წწ. - ლენინგრადის კონსერვატორიის მუსიკალური თეატრის მთავარი ბალეტმაისტერი; 1985 წლიდან - თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი ბალეტმაისტერი; 1985-1988წწ. - თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის სამხატვრო ხელმძღვანელი და გამგეობის თავჯდომარე. დადგმული აქვს 150 სპექტაკლი. ბალეტმაისტერი, მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი.-თბ., 1996-97.-გვ.16; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 1997. - გვ.81; დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.30 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

