The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით ჯოხაძე

დავით ჯოხაძე
Date of birth:9 June, 1927
Date of death:25 January, 2005  (at 77 years)
Burial location:საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Biologist, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჭანდარი, გურჯაანის რაიონი.

დაამთავრა თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი ზოოლოგიის სპეციალობით 1949 წელს.

1952-1962წწ. იყო გორის ნ. ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის უფროსი მასწავლებელი, დოცენტი; 1968-1969წწ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1969-2004 წლებში ბიოქიმიის ინსტიტუტის განყოფილების გამგე; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გენეტიკის კათედრის პროფესორი და პარალელურად საქართველოს მეცნიერებათა აკადემიიის სერგო დურმიშიძის სახელობის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიიის ინსტიტუტში-მოლეკულური გენეტიკის ლაბორატორიის გამგე, ამ თანამდებობაზე მან გარდაცვალებამდე იმუშავა, ამავე დროს იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის გენეტიკის კათედრის პროფესორი. მისი შრომები ძირითადად ეხება უმაღლესი ორგანიზმების გენომის ფუნქციონირების მოლეკულური მექანიზმების კვლევას. ავტორია 140 სამეცნიერო ნაშრომის, 2 მონოგრაფია, 3 სახელმძღვანელო. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. - 1998-99. - გვ.442; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.134;  წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.61

Member of Organizations

  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1979-2004)

Awards and Honors

  • 2000 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში
    მოლეკულური გენეტიკის შესავალი / დავით ჯოხაძე. - თბილისი : მეცნიერება, 1992. - 304გვ.
  • 1999 - ღირსების ორდენი
    ბიოლოგიური მეცნიერების განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა, ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
  • 1997 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი

Bibliography


Share: