Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ჭყონდიდელ–მწიგნობართუხუცესი![]()
Biographyდაახლოებით 1104-1118წწ. იყო საქართველოს სამეფო კარის ვაზირი, რუის–ურბნისის საეკლესიო კრების აქტიური მონაწილე და მეფის პოლიტიკის გამტარებელი; ქმედით მონაწილეობას იღებდა ქვეყნის მართვა–გამგებლობაში; იყო დავით აღმაშენებლის "აღმზრდელი და თანაგამკაფველი ყოველთა გზათა, საქმეთა და ღვაწლთა მისთა", "მართლმსაჯული უღონოთა და ქვრივთ ხელისმპყრობელი"; 1110 წელს მისი მცდელობითა და ხელმძღვანელობით სამეფოს შემოუერთეს სამშვილდე, ხოლო 1115 წელს რუსთავი; 1118 წელს მეფე დავით აღმაშენებელთან ერთად გაემგზავრა ყივჩაღი მეომრების საქართველოში ჩამოსაყვანად; ოსეთში მყოფი მეუფე გიორგი მოულოდნელად გარდაიცვალა; საქართველოს მართმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე ახალი სტილით 25 სექტემბერი(12 სექტემბერი). ვარაუდობენ, რომ იგი იყო სამეგრელოს მთავართა გვარიდან. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.33
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |