Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლელა ალიბეგაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი 1986 წელს. 1986 წლიდან არის რუსთაველის თეატრის მსახიობი. გადაღებულია ფილმებში: "ამბავი სურამის ციხისა" (1984), მოცეკვავე გოგონა, თხა – "სიბრძნე სიცრუისა" (1991) ;"არაბესკები ფიროსმანის თემაზე" (დოკუმენტური ფილმი), "სიბრძნე სიცრუისა"; თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე განასახიერა ბედისწერა, უცნობი ("კარმენი’"); მიღებული აქვს პრემიები და პრიზები: "სეზონის საუკეთესო სცენური ნაწარმოები" ლილიენის როლის შესრულებისათვის რუსთაველის თეატრის სპექტაკლში "საშობაო სიზმარი", რეჟისორი რ. სტურუა (1994); გრან-პრი, "ოქროს ნიღაბი" ("მაკბეტი", 1996 წ.); პრიზი ქალის როლის (ნია) საუკეთესო შესრულებისათვის სპექტაკლში "მერე რა, რომ სველია სველი იასამანი" (1997); პრიზი ქალის როლის (ნია) საუკეთესო შესრულებისათვის სპექტაკლში "მერე რა, რომ სველია სველი იასამანი" (1998), რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი "ოქროს ნიღაბი"; პრიზი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ("მარია კალასი. გაკვეთილი", 2014 წ.); თეატრალური პრემია "დურუჯი“ ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ("მარია კალასი. გაკვეთილი", 2014 წ.); გატაცებულია მუსიკით, კითხვითა და ცეკვით. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი.-თბ., 1996-97.-გვ. 18; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |