Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯუმბერ ჯიქია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. რუსთავი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების განყოფილება 1974 წელს. მონაწილეობდა ქანდაკების საერთაშორისო კონკურსებში: "ტრადიცია და ძიება", "ფანანო არტე", "ზამთრის სალონი". თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პედაგოგი, გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტის ქანდაკების კათედრის გამგე. თბილისში მისი ნამუშევრები მოიცავს ოლივერ და მარჯორი უორდროპის ძეგლს, რომელიც 2015 წლის 18 ოქტომბერს, თბილისობაზე გაიხსნა; ასევე, 2018 წლის 22 ივნისს, ვაკის რაიონის გამგეობის წინ მდებარე, ვაცლავ ჰაველის სახელობის პარკში გაიხსნა ჰაველის ძეგლი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა მარტინ სტროპინიკმა გახსნა. მას ეკუთვნის აგრეთვე ვალერი ჯიქიასთან ერთად შესრულებული ათათურქის კოლოსალური ქანდაკება ართვინში. მიღებული აქვს ჯილდოები, მათ შორის "ფანანო არტეს" I ხარისხის პრემია (ქ. ფანანო, იტალია, 1985), ოქროს მედალი (ვარშავა, პოლონეთი, 1986), ოქროს მედალი (პარიზი, საფრანგეთი, 1994). წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: www.parliament.ge Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |