The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რამაზ გიორგობიანი

რამაზ გიორგობიანი
დაბადების თარიღი:16 აპრილი, 1946
გარდაცვ. თარიღი:25 დეკემბერი, 1995  (49 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1971 წელს; შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი 1979 წელს.

გადაიღო სადიპლომო მხატვრული ფილმი – "მეუღლე მარო, ძმისწულები კაკო და შოთა" (1979); სატელევიზიო მხატვრული ფილმი – "თითქმის ორი თვე" (1980); სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი – "მოდი ვილაპარაკოთ" (1986); გადაღებულია ფილმებში: "გიორგობისთვე" (1966), "ქოლგა" (1967), "სერენადა" (1969), "ადამი და ევა" (1969), "სამკაული სატრფოსათვის" (1971), "მხიარული რომანი" (1972), "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" (1983); 1967 წელს კინოფილ "ქოლგაში" შესრულებული როლისთვის იტალიაში, წმინდა ჯულიოს კუნძულზე გამართული კონკურსზე, მიღებული აქვს იუნესკოს კომიტეტის ყოველწლიური საპატიო ჯილდო "ვერცხლის დრაკონი". მსახიობი, კინორეჟისორი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.35; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge; ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.105

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1985 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1971 - დაღესტნის დამსახურებული არტისტი

გააზიარე: