The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნოდარ გიოშვილი

ნოდარ გიოშვილი
Date of birth:21 March, 1935  (89 years)
Category:Scientist, Translator, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი 1959 წელს.

1959-1965წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური სამეცნიერო ბიბლიოთეკის სწავლული მდივანი; 1965-1966წწ. ა. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ მუშაკი; 1966-1986წწ. ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის სიტყვანისა და ბიბლიოგრაფიის რედაქციის წამყვანი სამეცნიერო რედაქტორი და ბიბლიოგრაფიის ჯგუფის ხელმძღვანელი; 1986 წლიდან სამეცნიერო კონტროლის რედაქციის გამგე; 2002 წლიდან სამეცნიერო სალიტერატურო კონტროლის, სიტყვანისა და ბიბლიოგრაფიის რედაქციის გამგე; გერმანულად თარგმნა "აკაკის ნაკვესები", რომელიც 1956 წელს დაიბეჭდა ბერლინში გაზეთ "ტრიბიუნე"–ში; ასევე თარგმნა სულხან–საბა ორბელიანის იგავ–არაკები; ავტორია ქართულ უნივერსალურ ენციკლობედიაში მრავალი სტატიისა; ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის გარდა მონაწილეობდა სხვადასხვა პერსონალური თუ დარგობრივი ენციკლოპედიების, ლექსიკონების, მონოგრაფიების რედაქტირებაში; ლექსიკოგრაფი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.35

Awards and Honors

  • 1987 - საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი, ქართული უნივერსალური ენციკლოპედიის მომზადებასა და გამოცემისათვის

Bibliography

  • [ილია II] : კრებული ეძღვნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარესს ილია II აკადემიის საპატიო აკადემიკოსს აღსაყდრებიდან 30-ე და დაბადებიდან 75-ე წლისთავზე (Editor). - თბილისი, 2007. - 232 გვ.. - ISBN: 978-9941-9018-0-5

Share: