შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მაყვალა ავალიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1948 წელს. მუშაობდა ქალაქის პირველ საავადმყოფოში, იყო 31–ე ქარხნის პოლიკლინიკა–სტაციონარის გაერთიანების თერაპიული განყოფილების გამგე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი, პროპედევტიკის კათედრის ასისტენტი. 1970 წლიდან არის კათედრის დოცენტი, მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თერაპიის ზოგადი სპეციალიზაციის კათედრაზე; ხელმძღვანელობს ნ. კახიანის სახელობის საგზაო კლინიკური საავადმყოფოს გასტროენტეროლოგიურ განყოფილებას.ავტორია 52 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ძირითადად ეხება კუჭის, ღვიძლის, გულსისხლძარღვთა სისტემის იმუნოლოგიურ საკითხებს; შინაგან სნეულებათა სპეციალისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "წყლულოვანი დაავადების ზოგიერთი კლინიკური მაჩვენებლები", დაიცვა 1964 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.13 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |