Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ აზიკური![]()
Biographyდაბადების ადგილი: ახმეტის რაიონი სოფელი ზემო ალვანი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1958 წელს. 1958–1960წწ. იყო ზნაურის რაისაავადმყოფოს ექიმი–ორდინატორი; 1960–1970წწ. რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მედნაწილის ქირურგიული განყოფილების ორდინატორი; 1970–1992წწ. მუშაობდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის უროლოგიის კათედრის ასისტენტად, დოცენტად; 1992 წლიდან პროფესორი. ავტორია 50 სამეცნიერო ნაშრომის, ეკუთვნის ერთი გამოგონება, რაციონალიზატორული წინადადება. გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია. არის უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ექიმთა დიპლომის შემდგომი განათლების სამედიცინო აკადემიის უროლოგიის კათედრის პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შარდსადენის დახურული ტრავმული დაზიანებანი საქართველოს სამრეწველო საწარმოთა მუშებში", დაიცვა 1969 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "პიელონეფრიტით დაავადებულთა მკურნალობის ოპტიმიზაციის გზები", დაიცვა 1989 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.13 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |