The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნანა ათუაშვილი

ნანა ათუაშვილი
Date of birth:21 September, 1947  (77 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილიუ: ქ. თელავი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1971 წელს.

1971–1977წწ. იყო ბავშვთა მე–2 პოლიკლინიკის უბნის პედიატრი; 1977–1982წწ. ონკოლოგიური სამეცნიერო ცენტრის სხივური თერაპიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1982–1985წწ. ლენინგრადის, პეტროვის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი; 1985–1989წწ. ონკოლოგიური სამეცნიერო ცენტრის სხივური თერაპიის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1989 წლიდან ამავე ცენტრის რადიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 42 სამეცნიერო ნაშრომის, სამეცნიერო რადიოლოგიის საკითხებზე გამოცემული აქვს მეთოდური რეკომენდაციები. ექიმი–რადიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ოპერაციამდელი კონცენტრირებული დასხივების ეფექტურობის შეფასება საყლაპავი მილის კიბოს დროს", დაიცვა 1988 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.14

Awards and Honors

  • 1996 - საპატიო სიგელი, საქართველოში ონკოლოგიური სამსახურის დაარსებიდან 50 წლისთავთან დაკავშირებით ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის

Share: