შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მადონა ალავიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1979 წელს. 1979 წლიდან არის საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 16 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ინფექციების მკურნალობას იმუნოდეპრესიის პირობებში. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: "ექსპერიმენტული გრიპის მიმდინარეობა და მკურნალობა იმუნოდეპრესიის პირობებში"(1986). არის ექიმი–პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ამანტადინისა და რემანტადინის გავლენა გრიპოზულ ინფექციაზე იმუნოდეპრესიის პირობეში". წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.14 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |