The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სოსო იარღანაშვილი

სოსო იარღანაშვილი
Legal name:იოსებ იარღანაშვილი
Date of birth:10 May, 1971  (52 years)
Category:Writer, Poet, Journalist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორად პროფესიათა ფაკულტეტი ჟურნალისტიკის სპეციალობით 1993 წელს.

1988-1993წწ. მუშაობდა ქუთაისის ტყავფეხსაცმლის კომბინატში მუშად; 1993-1994წწ. გაზეთ "ნეოფიტი"-ს კორესპონდენტად; 1994-1995წწ. ქუთაისის აკაკი წერეთელის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მდივან-მემანქანედ; 1997-2001წწ. საქართველოს ენის სახელმწიფო პალატის ქუთაისის სამმართველოში წამყვან სპეციალისტად; 2001-2014წწ. საქართველოს ენის სახელმწიფო პალატის ქუთაისის სამმართველოს უფროსის მოადგილედ; 2005 წელს გაიარა კომპიუტერთან მუშაობის შემსწავლელი ორთვიანი კურსი საერთაშორისო ცენტრ "მერმოსში'" და მიენიჭა კომპიუტერული პროგრამების ოპერატორის კვალიფიკაცია; 2008 წელს ს.ს.ი.პ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს კომპიუტერული პროგრამების ოპერატორად; 2010-2014წწ. მუშაობდა ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ელექტრონული რესურსების მართვის განყოფილებაში ქსელის ადმინისტრატორად, 2014 წლის სექტემბრიდან ამავე ბიბლიოთეკის იშვიათი გამოცემებისა და რესტარაციის განყოფილების თანამშრომელია. გამოცემული აქვს წიგნები: "საზღაური"(1997), "ცვალებადი მოღრუბლულობა" (2006) , "ბუტერბროდი"(2008), "სარკის პოლკოვნიკი  ... და სხვა მოთხრობები" (2012), "ფიქრების ბოღჩა"(2014). მისი ნაწარმოებები ქვეყნდება ქალაქისა და რესპუბლიკურ ჟურნალ-გაზეთებში.

Bibliography


Share: