Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პავლე გილაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა სკკპ ცკ-თან არსებული უმაღლესი პარტიული სკოლა 1956 წელს. კომუნისტური პარტიის აქტიური წევრი და სახელმწიფო მოღვაწე. 1934–1937 წლებში თბილისის სტალინის სახელობის ორთქლმავალ-ვაგონშემკეთებელ ქარხანაში მუშაობდა ზეინკლად. 1937 წლიდან კომკავშირულ სამუშაოზეა, 1939 წლიდან წითელ არმიაში. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში.იყო საქართველოს კომუნისტური პარტიის თბილისის ლენინის სახელობის რაიკომის მეორე, შემდეგ პირველი მდივანი. ცხინვალის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ადმინისტრაციული ორგანოების განყოფილების გამგე, რუსთავის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი, სკკპ ცკ-ის ინსტრუქტორი. 1967 წლიდან აფხაზეთია ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, 1972 წლიდან საქართველოს კომპარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი; საქართველოს სსრ მე-4, მე-9, მე-10 მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი; სსრ კავშირის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. 1.–თ., 1997.–გვ.617 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |