The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე
Date of birth:16 December, 1956  (68 years)
Category:Economist, Public official, Scientist, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. გალი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, სახალხო მეურნეობის დაგეგმვის სპეციალობით 1982 წელს, ასპირანტურა 1985 წელს.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტში მეცნიერ - თანამშრომლად; 1988 წლიდან ამავე უნივერსიტეტის მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის კათედრის დოცენტია; 1990 წელს იგი ეკონომიკური რეფორმების კომისიის თამჯდომარის მოადგილე და საპარლამენტო ფრაქცია "დემოკრატიული ცენტრის" თანათავმჯდომარეა; საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი: მაჟორიტარი, დიდუბის N5 საარჩევნო ოლქი, ხელი აქცს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992); საქართველოს პარლამენტის  წევრი, პროპორციული წესით, N2 მრავალპარტიული საარჩევნო ოლქი, ბლოკი "11 ოქტომბერი" (1992); 1992 წლის თებერვალში ინიშნება საქართველოს მთავრობის პრემიერ-მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად და სახელმწიფო საბჭოს წევრად; 1992 წელს იკავებს საქართველოს მთავრობის პრემიერ-მინისტრის მოადგილის, ეკონომიკური რეფორმების დარგში ვიცე-პრემიერის პოსტს; 1993-1995წწ. საქმიანობას აგრძელებს პედაგოგიკის სფეროში; 1998 წელს ინიშნება საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსის თანამდებობაზე;  2002-2004წწ. ქ. თბილისის საკრებულოს წევრი; 2004-2005წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი: პარტიული სიისთ "ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები", საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე; 2005-2007წწ. საქართველოს ეროვნული ბანკის  პრეზიდენტი; 2007-2013წწ. საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, ეკონომიკური საბჭის მდივანი; 2014 წლიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე: 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2020წ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომიკური კვლევის ცენტრის უფროსი, ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 135

Member of Organizations

  • საინვესტიციო ფონდი - "ქართული კაპიტალი"-ს სამეთვალყურეო საბჭო, თავმჯდომარე (1995-1996)
  • საქართველოს ეკონომიკური თავისუფლებისა და კერძო საკუთრების დაცვის ლიგა, პრეზიდენტი (1996-1998)
  • საქართველოს ეროვნული ბანკი, პრეზიდენტი, ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე (2005-2007)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი , წევრი, თავმჯდომარის მოადგილე (2021-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია", წევრი (2021-2023)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე (2004-2005)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2016-2020)
  • საქართველოს უზენაესი საბჭო, დეპუტატი (1990-1991)
  • ქ. თბილისის საკრებულო, წევრი (2002-)

Bibliography


Share: