The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ გიგაური

თეიმურაზ გიგაური
სხვა სახელი:თენგიზ
დაბადების თარიღი:2 ივლისი, 1933
გარდაცვ. თარიღი:12 ივლისი, 2009  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:მოქანდაკე, მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1960 წელს.

1961 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას; იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მინა-კერამიკის კათედრის გამგე, პროფესორი. სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობს 1958 წლიდან. მუშაობდა ჭედური ხელოვნების, მინის მხატვრული დამუშავების, კერამიკისა და წიგნის გაფორმების დარგში. მნიშვნელოვანი ნამუშევრები: ვახტანგ გორგასლის ძეგლი (1958, პრემირებულია ძეგლისათვის გამართულ კონკურსში), თბილისის მეტროპოლიტენის სადგურ "სამასი არაგველის" პანო, "გამარჯვება", "სვანის პორტრეტი", "ეს არ უნდა განმეორდეს!" , "ირემი"-სერვიზი, "ქალის ტორსი". გააფორმა შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი" 1966 წელს, შ. ამისულაშვილის "ბალადა" და სხვ.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. 1.–თ., 1997.–გვ.614; mematiane.ge


გააზიარე: