შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯონდო ჯაფარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიურ-ტექნოლოგიური ფაკულტეტი 1957 წელს. 1957-1995წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არაორგანული და ელექტროქიმიის ინსტიტუტის უმცროსი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ლაბორატორიის გამგე, დირექტორის მოადგილე; 1995 წლიდან დირექტორი. მისი ხელმძღვანელობით საქართველოში საფუძველი ჩაეყარა ფუნდამენტური ხასიათის კვლევებს თეორიულ ელექტროქიმიაში; მრავალი წლის განმავლობაში იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი; მის მიერ შექმნილი ელექტროქიმიური კინეტიკის ლაბორატორია სტუდენტებისათვის საბაზო კთედრა იყო. 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 1 მონოგრაფიის და 20-მდე გამოგონების ავტორი. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალ "ელექტროქიმიის" და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალ "მოამბის" რედკოლეგიის წევრი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ცნობილი მეცნიერი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (1978), პროფესორი (1982). წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. - 1998-1999. - გვ. 435; გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.173-174 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |