შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე გზირიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ვაქირი, სიღნაღის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1928 წელს. 1939-1941წწ. და 1946-1972წწ. განაგებდა ცენტრალურ კლინიკური საავადმყოფოს უროლოგიის განყოფილებას; 1941-1946წწ. ერთ-ერთი ევაკოჰოსპიტლის მთავარი ქირურგი; შემოიღო უროლოგიაში კვლევის ელექტროფიზიოლოგიური მეთოდი, თირკმლის ფუნქციის შესასწავლად გამოიყენა იზოტოპები, სრულყო ზოგიერთი უროლოგიური ქირურგიული ოპერაცია. მისი შრომები ეძღვნება თირკმლის კენჭოვანი დაავადების, საშარდე გზების ტუბერკულოზის, თირკმლის გადანერგვისა და სხვ. საკითხებს. ქირურგი - უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1950). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. 1.–თ., 1997.–გვ.613; კომპანია "ავერსი": aversi.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |