Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნოდარ ჯავახიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი, ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით 1977 წელს. 1977 წელს მუშაობას იწყებს სსრკ-ის სახბანკის ქ. რუსთავის განყოფილებაში უფროს ეკონომისტად; 1977-1979წწ. სახბანკის საქართველოს რესპუბლიკურ კანტორაში მძიმე მრეწველობის დაკრედიტების სამმართველოს უფროსი ეკონომისტია, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში - საგეგმო-ეკონომიკური სამმართველოს უფროსი ეკონომისტი; 1980-1983წწ. სახბანკის საქართველოს რესპუბლიკური კანტორის მძიმე მრეწველობის დაკრედიტების სამმართველოს უფროსი; 1983-1985წწ. სახბანკის ქ. რუსთავის განყოფილების მმართველი; 1985-1987წწ. სახბანკის საქართველოს რესპუბლიკურ კანტორაში საგეგმო-ეკონომიკური სამმართველოს უფროსი; 1987-1988წწ. სახბანკის საქართველოს რესპუბლიკური კანტორის ბანკების საქმიანობის კოორდინაციის სამმართველოს უფროსი, ხოლო 1988-1991წწ. სახბანკის საქართველოს რესპუბლიკური კანტორის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე; 1992-1993წწ. ბინსოცბანკის ისნის რაიონის განყოფილების მმართველი; 1993-1998წწ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი; 1998-1999წწ. თიბისი ბანკის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2011-2014წწ. "ქართუ ბანკის" გენერალური დირექტორი; 2014-2015წწ. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე; 2015-2-2016წწ. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. წქარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.617 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |