The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნოდარ ჯავახიშვილი

ნოდარ ჯავახიშვილი
Date of birth:7 October, 1954  (63 years)
Category:Economist, Public official

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი, ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით 1977 წელს.

1977 წელს მუშაობას იწყებს სსრკ-ის სახბანკის ქ. რუსთავის განყოფილებაში უფროს ეკონომისტად; 1977-1979წწ. სახბანკის საქართველოს რესპუბლიკურ კანტორაში მძიმე მრეწველობის დაკრედიტების სამმართველოს უფროსი ეკონომისტია, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში - საგეგმო-ეკონომიკური სამმართველოს უფროსი ეკონომისტი; 1980-1983წწ. სახბანკის საქართველოს რესპუბლიკური კანტორის მძიმე მრეწველობის დაკრედიტების სამმართველოს უფროსი; 1983-1985წწ. სახბანკის ქ. რუსთავის განყოფილების მმართველი; 1985-1987წწ. სახბანკის საქართველოს რესპუბლიკურ კანტორაში საგეგმო-ეკონომიკური სამმართველოს უფროსი; 1987-1988წწ. სახბანკის საქართველოს რესპუბლიკური კანტორის ბანკების საქმიანობის კოორდინაციის სამმართველოს უფროსი, ხოლო 1988-1991წწ. სახბანკის საქართველოს რესპუბლიკური კანტორის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე; 1992-1993წწ. ბინსოცბანკის ისნის რაიონის განყოფილების მმართველი; 1993-1998წწ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი; 2011-2014წწ.  "ქართუ ბანკის" გენერალური დირექტორი; 2014-2015წწ. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე; 2015 წლიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი.

წქარო: www.nbg.gov.ge

Member of Organizations

  • "ქართუ ბანკი", გერალური დირექტორი (2011-2014)
  • თბილისის უნივერსალური ბირჟა, პრეზიდენტი (1991-1992)
  • საქართველოს ეროვნული ბანკი, პრეზიდენტი (1993-1998)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თავმჯდომარე (1999-2004)

Share: