Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით გვრიტიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი იკოთი, ახალგორის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1938 წელს. 1938- I941 წლებში იგი ნ. მარის სახელობის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის ასპირანტი იყო. ასპირანტურის დამთავრების შემდეგ დაინიშნა საქართეელოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლად. 1942 წელს დაიცეა საკანდიდატო დისერტაცია და მოხალისედ წავიდა ფრონტზე. 1942-1943წწ. იბრძოდა II მსოფლიო ომში. იყო პოლიტხელი და ბატალიონის კომისარი. სტალინგრადის ბრძოლებში იგი მძიმედ დაიჭრა და 1943 წ. საქართველოში დაბრუნდა. 1943 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტში; 1953 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, 1955 წ. მას მიენიჭა პროფესორის წოდება. 1956-1961წწ. იყო თსუ ისტორიის ფაკულტეტის დეკანი; 1961-1969წწ. საქართველოს ისტორიის კათედრის პროფესორი. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა XIII-XVIII სს-ის საქართველოს სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური ისტორიის შესწავლის საქმეში, გამოიკვლია ქართველი ყმა-გლეხობის, ფეოდალური ქალაქების (თბილისი, გორი), საზოგადოებრივი აზროვნებისა და კულტურის ისტორიის მთელი რიგი საკითხები. მისი სურათი ამშვენებს გმირი ქალაქის დამცველებისადმი მიძღვნილ დიდი მემორიალის კედელს სტალინგრადში. პროფესორი (1957), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1953). წყარო: საქართველო:ენციკლოპედია: ტ. 1.–თ., 1997.–გვ.613; ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 27-28 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |