The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ აბრამიშვილი

მიხეილ აბრამიშვილი
Date of birth:16 June, 1892
Date of death:14 April, 1939  (at 46 years)
Burial location:ვერის სასაფლაო, თბილისი
Category:Critic, Educator, Folklorist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი არგვეთი, საჩხერის რაიონი.

დაამთავრა სემინარია 1911 წელს; იმავე წელს შევიდა პეტერბურგის ფსიქონერვოლოგიური ინსტიტუტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტის რუსულ და სლავურ ლიტერატურათა განყოფილებაზე; დერპტის (ქ. ტარტუ, ესტონეთი) უნივერსიტეტი 1917 წელს.

სწავლის პერიოდში მუშაობდა პროფესორ ანიჩკოვის ფოლკლორულ წრეში,  დაუღალავად მუშაობდა ქართული კულტურის საკითხებზე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ესტონეთის ქალაქ ვეზერბერგში დაინიშნა ვაჟთა გიმნაზიაში ლიტერატურის მასწავლებლად. 1918 წელს დაბრუნდა საქართველოში და და პედაგოგიურ მუშაობას მოჰკიდა ხელი. მასწავლებლობა დაიწყო თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიაში, სისტემატურად ათავსებდა წერილებს გაზეთებში, მეცნიერულად ასაბუთებდა სკოლების ნაციონალიზაციის საჭიროებას და მთლიანად სკოლების ახალ სისტემაზე გადაყვანას. 1918 წლიდან ჩაება პროფკავშირულ მოძრაობაში. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მუშაობდა შრომის სკოლებსა და ტექნიკუმებში; 1937 წელს მიიწვიეს საქართველოს უმაღლეს სასოფლო-სამეურნეო სასწავლებლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის დოცენტად და ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტის ლექტორად. მუშაობდა აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ფოლკლორის განყოფილებაში და ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში. ძირითადათ იკვლევდა ესთეტიკის და პოეტიკის პრობლემებს; ერთ–ერთმა პირველმა გააშუქა  იოსებ გრიშაშვილისა და გალაქტიონ ტაბიძის პოეზია(ჟურნალი "თეატრი და ცხოვრება", 1915 №3, 4, 1916 №28, 31); საყურადღებო გამოკვლევა მიუძღვნა გ. წერეთლის შემოქმედებას(ჟურნალი "ახალი კავკასიონი", 1925 №1, 2); მისი წიგნი "ძველი ქართული თეატრი"(1925), ქართული თეატრის ისტორიის შედგენის პირველი ცდაა.

წყარო: საქართველო:ენციკლოპედია:ტ.1.-თბ.,1997.-გვ.32; განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.127

Bibliography


Share: