The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არჩილ გოგელია

არჩილ გოგელია
დაბადების თარიღი:10 დეკემბერი, 1941  (82 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ჟურნალისტი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი 1961 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1967 წელს.
1964-1999წწ. ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას; 1975-1979წწ. იყო ჟურნალ "მართვესა" და 1979-1984წწ. "სკოლა და ცხოვრების" მთავარი რედაქტორი; 1984-1985წწ. გაზეთ "ლელოსა" და 1985-1989წწ. "თბილისის" მთავარი რედაქტორი; 1992 წელს ინფორმაციის მინისტრი; 1991 წელს დაარსა და რედაქტორობდა დამოუკიდებელი საზოგადოებრივ–პოლიტიკური გაზეთი დრონი; სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992); 1992-1999წწ. ინფორმაციის მინისტრი, ტელერადიომაუწყებლობის კორპორაციის თავმჯდომარე; 1999-2003წწ. საქართველოს პარლამენტის წევრი: მაჟორიტარი, N1 მთაწმინდის საარჩევნო ოლქი, ფრაქცია "საქართველოს რეგიონები-მაჟორიტარების" თავმჯდომარე. მრავალი პუბლიცისტური წერილისა და წიგნის ავტორი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.59; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 127

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე–5 მოწვევის პარლამენტი (1999-2003)
  • საქართველოს ტელე-რადიო მაუწყებლობა, თავმჯდომარე (1989-1991)
  • საქართველოს ფარიკაობის ნაკრები, წევრი
  • საქართველოს ფარიკაობის ფედერაცი, პრეზიდენტი (2004-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1981 - საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი
  • სპორტის ოსტატი (ფარიკაობა)
  • სსრკ თასის ფინალისტი
  • სსრკ პროფკავშირთა სპარტაკიადის ჩემპიონი
  • სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი
  • სსრკ ჩემპიონატის ვერცხლის მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: