The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამაზ ალექსიძე

თამაზ ალექსიძე
Date of birth:21 May, 1927  (97 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1949 წელს.

1949–1950წწ. მუშაობდა თვალის რესპუბლიკურ საავადმყოფოში; 1950–1956წწ. გელმგოლცის სახელობის თვალის სნეულებათა ინსტიტუტში ; 1956 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თანამშრომელი. ავტორია 121 სამეცნიერო ნაშრომის თვალშიგა წნევის რეგულაციის საკითხებზე. გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია; 3 საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელია. ოფთალმოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მწვანე სინათლის გავლენა თვალშიგა წნევაზე", დაიცვა 1956 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "სისხლის წნევის და თვალშიდა წნევის ურთიერთდამოკიდებულება",  დაიცვა 1964 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.15



Share: