The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნარგიზა ამბროლაძე

დაბადების თარიღი:13 ნოემბერი, 1939  (85 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1964 წელს.

1965–1969წწწ. იყო რუსთავის ქალაქის საავადმყოფოს და კარდიოლოგიის ინსტიტუტის ექიმი–ორდინატორი; 1975–1986წწ. ამავე ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1986 წლიდან კარდიოლოგიის ინსტიტუტის ქრონიკული კორონალური უკმარისობის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 38 სამეცნიერო ნაშრომის რომლებშიც გაშუქებულია ჰიპერტონული დაავადების დინამიკაში და კრიზის დროს სისხლძარღვთა ტონუსის ცვლილებები.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მდგომარეობა ჰიპერტონული დაავადების, ჰიპერტონული კრიზისა და ზოგიერთი ჰიპოტენზიური საშუალებების მოქმედების შედეგად".

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.16

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება, წევრი

გააზიარე: