The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ქეთევან ანჯაფარიძე

ქეთევან ანჯაფარიძე
Date of birth:9 November, 1922
Date of death:2016  (at 93 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბანძა, მარტვილის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1949 წელს.

1949–1950წწ. იყო სოხუმის ჯანგანყოფილების მთავარი ეპიდემიოლოგი; 1951–1960წწ. აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს IV სამმართველოს საავადმყოფო–პოლიკლინიკის მთავარი ექიმი; 1960–1973წწ. რესპუბლიკის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს – ექიმი ორდინატორი–თერაპევტი; 1973 წლიდან ამავე საავადმყოფოს ნეფროლოგიური განყოფილების გამგე და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ნეფროლოგი. ავტორია 38 სამეცნიერო–პრაქტიკული ნაშრომის, ნეფროლოგიის აქტუალურ საკითხებზე. 1940–1943წწ. იყო სოხუმის კომკავშირის ქალაქკომის პირველი მდივანი. არის ექიმ–ნეფროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქრონიკული პიელონეფრიტის მკურნალობა კურორტ საირმეზე", დაიცვა 1974 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.18; ჟურნალი ავერსი №156: aversi.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.197

Awards and Honors

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1976 - მედალი "ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი"
  • 1945 - მედალი "კავკასიის დაცვისთვის"

Share: