Login |
|
|
English Georgian |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანზორ არველაძე
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1965 წელს. 1965–1967წწ. იყო ბორჯომისა და ბაკურიანის რაიონის ქირურგი; 1967–1969წწ. ქალაქის N1 საავადმყოფოს რეანიმატოლოგი; 1969–1971წწ. ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის I ქირურგიული კათედრის ასპირანტი; 1971 წლიდან მუშაობს ამავე ინსტიტუტში: I ქირურგიული კათედრის ორდინატორად; 1974 წლიდან –ასისტენტად; 1979 წლიდან დოცენტად. ავტორია 59 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება წყლულოვან დაავადებებს. გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია რუსულ ენაზე: "ვაგოტომია წყლულოვანი დაავადებების ქირურგიაში", (1975). უმაღლესი კატეგორიის ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2004). საკანდიდატო დისერტაციის თემა -"სელექციური ვაგოტომია 12–გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს", დაიცვა 1971 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.18; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.302 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |