The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამარ გვერდწითელი

თამარ გვერდწითელი
Date of birth:18 January, 1962  (62 years)
Category:Composer, Singer, Musician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის პეტრე სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია 1984 წელს; ამავე კონსერვატორიის საკომპოზიციო ფაკულტეტი 1990 წელს.

1971–1979წწ. იყო თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან არსებული ვოკალურ–საკრავიერი ანსამბლის "მზიურის" სოლისტი; 1984–1995წწ. იყო საქართველოს ტელე–რადიოს საესტრადო სიმფონიური ორკესტრის სოლისტი; 1991 წელს გვერდწითელი თავისმა ფრანგმა აგენტმა პარიზში მიიწვია, სადაც მიშელ ლეგრანი და ჟან დრეჟაკი გაიცნო. სწორედ იმხანად დაიდო მისი პირველი კონტრაქტი ლეგრანთან და პარიზის "ოლიმპიაში" მისი პირველი კონცერტიც გაიმართა; მოღვაწეობს რუსეთში. კონცერტებს მართავს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. არის არაერთი საერთაშორისო კონკურსისა და ფესტივალის გამარჯვებული, მათ შორის: ბიჭვინთის რესპუბლიკური ფესტივალი "ბიჭვინთა–77" (1977), საკავშირო სიმღერის ფესტივალი (დნეპროპეტროვსკი, 1981), სიმღერის საერთაშორისო ფესტივალი "სოჭი–81" (1981), დრეზდენის შლაგერ–ფესტივალი (1982), სიმრერის საერთაშორისო კონკურსის "ოქროს ორფეოს–88" I პრიზი (ბულგარეთი,  1988) და სხვ. ესტრადის მომღერალი. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. 1.–თ., 1997.–გვ.60;  წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.138

Awards and Honors

  • 2004 - რუსეთის სახალხო არტისტი
  • 1998 - ღირსების ორდენი
    თანამედროვე ქართული საესტრადო ხელოვნების განვითარების, მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის
  • 1989 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1984 - საკავშირო კომკავშირის პრემია
  • 1983 - საქართველოს კომკავშირის პრემია

Share: