შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ გვერდწითელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის პეტრე სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია 1984 წელს; ამავე კონსერვატორიის საკომპოზიციო ფაკულტეტი 1990 წელს. 1971–1979წწ. იყო თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან არსებული ვოკალურ–საკრავიერი ანსამბლის "მზიურის" სოლისტი; 1984–1995წწ. იყო საქართველოს ტელე–რადიოს საესტრადო სიმფონიური ორკესტრის სოლისტი; 1991 წელს გვერდწითელი თავისმა ფრანგმა აგენტმა პარიზში მიიწვია, სადაც მიშელ ლეგრანი და ჟან დრეჟაკი გაიცნო. სწორედ იმხანად დაიდო მისი პირველი კონტრაქტი ლეგრანთან და პარიზის "ოლიმპიაში" მისი პირველი კონცერტიც გაიმართა; მოღვაწეობს რუსეთში. კონცერტებს მართავს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. არის არაერთი საერთაშორისო კონკურსისა და ფესტივალის გამარჯვებული, მათ შორის: ბიჭვინთის რესპუბლიკური ფესტივალი "ბიჭვინთა–77" (1977), საკავშირო სიმღერის ფესტივალი (დნეპროპეტროვსკი, 1981), სიმღერის საერთაშორისო ფესტივალი "სოჭი–81" (1981), დრეზდენის შლაგერ–ფესტივალი (1982), სიმრერის საერთაშორისო კონკურსის "ოქროს ორფეოს–88" I პრიზი (ბულგარეთი, 1988) და სხვ. ესტრადის მომღერალი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. 1.–თ., 1997.–გვ.60; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.138 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |