The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით ანდრიაძე

დავით ანდრიაძე
Date of birth:4 July, 1958  (65 years)
Category:Scientist, Educator, Philosopher, Entertainer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1982 წელს.

1986-1989წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ესთეტიკის კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი; 1989-1990წწ. - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1990-1995წწ. - ესთეტიკის კათედრის დოცენტი; 1995-1999წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის თეორიის განყოფილების წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 1999 წლიდან - სურათების ეროვნული გალერეის საერთაშორისო საგამოფენო დირექტორი; 1997-2005წწ. - თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და კულტუროლოგიის კათედრის გამგე, კულტურის ისტორიისა და თეორიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი; 2003-2008წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 2005-2007წწ. - საქართველოს ეროვნული გალერეის არტდირექტორი - სამხატვრო ხელმძღვანელი; 2008 წელს - ჟურნალ "არტიფაქტის" მთავარი რედაქტორი; 2008-2012წწ. - აპ. ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი; 2008-2015წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2013 წლიდან საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2015 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; 2018 წლიდან - ჟურნალ "თეატრის" მთავარი რედაქტორი. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (2003), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მხატვრული დროის კატეგორია სახვითი ხელოვნების ონტოლოგიაში ", დაიცვა 1990 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ხელოვნების ქმნილების ქრონოტოპი", დაიცვა 2003 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.544; საქართველოს მეცნიერებათა აკადემია: science.org.ge

Member of Organizations

  • არტკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაცია, მთავარი კომიტეტის წევრი (1998-2003)
  • მხატვართა კავშირების საერთაშორისო კონფედერაცია, აღმასრულებელი კომიტეტის წევრი (1998-)
  • რუსეთის ესთეტიკისა და ხელოვნებათმცოდნეობის აკადემია, წევრი (2002-)
  • რუსეთის სამხატვრო აკადემია, ხელოვნების თეორიისა და კრიტიკის საერთაშორისო სამეცნიერო კომისიის წევრი (2000-)
  • საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (2001-)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, გამგეობის წევრი (1995-)
  • საქართველოს მხატვართა კავშირი, კრიტიკის სექციის თავმჯომარე; გამგეობის წევრი; პრეზიდიუმის წევრი; გამგეობის მდივანი (1985-2000)
  • საქართველოს რუსთაველის საზოგადოება, სახვითი ხელოვნების კომიტეტის თამჯდომარე (2017-)

Bibliography


Share: