შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანტონ გოგიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნიგოითი, ლანჩხუთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სასულიერო სასწავლებელი; თბილისის სამხატვრო სასწავლებელი 1906 წელს. თანამშრომლობდა გაზეთების რედაქციებთან: "კვალი" და "ცნობის ფურცელი", რომლებშიც აქვეყნებდა ქართველი ხალხის ყოფა–ცხოვრების ამსახველ და დოკუმენტურ ჩანახატებს; "ცნობის ფურცლის" დამატებაში იბეჭდებოდა მის მიერ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობისას შესრულებული ჩანახატები, მათ შორის: "დარბევა" (1906, საქართველოს ხელოვნების სახემწიფო მუზეუმი, თბილისი), "ტყეში შეფარებული გურულები" (1906, საქართველოს ხელოვნების სახემწიფო მუზეუმი, თბილისი); მას ეკუთვნის – ვ. ფშაველას პოემა "ბახტრიონის" (1896), ი. ჭავჭავაძის პოემა "განდეგილის" (1901), რ. ერისთავის ლექსების "სესიას ფიქრების", "სამშობლო ხევსურისა", "თრიალეთელი მწყემსის", "დაჭრილის" ილუსტრაციები; მისი ნახატები დაცულია საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში; გრაფიკოსი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.50; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.130; ლიტერატურულ შემეცნებითი ჟურნალი "ხატოვანი მოტივაციები": gogjuansher.blogspot.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |