The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ გოგილაშვილი

ვახტანგ გოგილაშვილი
Date of birth:20 November, 1933
Date of death:9 April, 2019  (at 85 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკის ფაკულტეტი მანქანათმშენებლის სპეციალობით 1957 წელს.

1960 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მექანიზმებისა და მანქანების თეორიის კათედრაზე; 2005 წლიდან იყო ამავე კათედრის გამგე; მისი სამეცნიერო კვლევები ეხება მექანიკურ სისტემებში ენერგიის დანაკარგების შესწავლას; რთული სტრუქტურული ჯაჭვური სისტემების დინამიკურ ანალიზსა და სინთეზს; კოსმოსური ბაზირების ტრანსფორმირებადი სისტემების გაანგარიშებისა და დაპროექტების საკითხებს; მონაწილეობდა პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის – დიდი გასაშლელი რეფლექტორის – ღია კოსმოსში გაყვანის ექსპერიმენტში. 2015 წელს მიენიჭა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ემერიტუსის წოდება. ინჟინერი მანქანათმშენებლობის დარგში, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1990), პროფესორი (1991).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ენერგიის დანაკარგი ცილინდრულ შეერთებებში", დაიცვა 1969 წელს; სადოქტორი დისერტაციის თემა - "რეგულარულ რგოლებიანი მექანიზმების დინამიკა ექსტრემალურ პირობებში", დაიცვა 1991 წელს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.62; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: gtu.ge

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების ორდენი

Bibliography


Share: