Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბიძინა აბულაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ზედა საქარა, ზესტაფონის რაიონი. 1992 წლიდან შედიოდა ქართველი ფუტურისტების ლიტერატურულ ჯგუფში; 30–იანი წლებში ეწეოდა ჟურნალისტურ მოღვაწეობას; 1937–1938წწ. იყო გაზეთ "საბჭოთა აფხაზეთის" პასუხისმგებელი მდივანი; 1938–1941წწ. გაზეთ "კომუნისტის" ლიტერატურის განყოფილების გამგე; ბეჭდავდა მხატვრულ ნარკვევებს, კრიტიკულ წერილებს, თეატრალურ რეცენზიებს; ავტორია მინოგრაფიებისა "მარჯანიშვილის თეატრი"(1938; დ. ჯანელიძესთან ერთად), "ქუთაისის თეატრ"(1941); II მსოფლიო ომის დროს, 1942 წელს სევასტოპოლთან ტყვედ ჩავაურდა გერმანელებს; საკონცენტრაციო ბანაკიდან ქართველმა ემიგრანტებმა დაიხსნეს; ცხოვრობდა გერმანიაში; ქართულ ენაზე თარგმნა გოეთეს, შილერის, ჰაინეს, რილკეს თხზულებანი; 1945 წელს გერმანიიდან დაბრუნებული მოსკოვში დააპატიმრეს, ხელნაწერები დაუწვეს და გადაასახლეს; 1956 წელს საქართველოში დაბრუნდა; რუსულ ენაზე თარგმნა აკაკი ბელიაშვილის, რევაზ ინანიშვილის, ე. ყიფიანის, გ. ჩიქოვანის მოთხრობები; ს. ჭილაიას მონოგრაფია "ქართული საბჭოთა ლიტერატურის განვითარების გზებ", "სიბრძნე ბალავარისა", "ამირანდარეჯანიანი" და სხვა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.1.-თბ.,1997.-გვ.35 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |