The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვასილ არჩვაძე

ვასილ არჩვაძე
Date of birth:23 August, 1959
Date of death:2020  (at 60 years)
Category:Medical Doctor, Scientist, Writer, Poet

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1981 წელს.

1981 წელს იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ზოგადი ქირურგიის კათედრის ინტერნი; 1982–1984წწ. ამავე კათედრის ორდინატორი; 1985–1988წწ. ასპირანტი; 1988-2001წწ. თსსუ სამკურნალო ფაკულტეტის ზოგადი ქირურგიის კათედრის ასისტენტი; 2001-2006წწ. თსსუ სამკურნალო ფაკულტეტის ზოგადი ქირურგიის კათედრის დოცენტი; 2006-2014წწ. N2 ქირურგიული დეპარტამენტის ზოგადი ქირურგიის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი. მისი საკანდიდატო (1985) და სადოქტორო (2006) დისერტაციები ენტერალურ ზონდურ კვებასთან და ჰერნიოლოგიასთან დაკავშირებულ გამოგონებებს მოიცავს, რომელთა შესახებ მოხსენებები  და პუბლიკაციები გაკეთებული აქვს ქირურგთა საერთაშორისო ყრილობებზე მოსკოვში, ბერლინში, მილანში, ინსბრუკში, ლონდონში, ტურინში, არიზონაში, პეკინში, ბუდაპეშტში, პარიზსა და თელ-ავივში.  იგი არის 120-ზე მეტი პუბლიკაციის, 4 დანერგილი გამოგონებისა ("ჩირქოვანი ღრუების გამოსარეცხი ავტომატური პროგრამირებული აპარატი", "ენტერალური ზონდური კვებისთვის ხსნარის მიღების ხერხი" (გრიფით "ДСП"), "საზარდულის თიაქარის სუფთა ქსოვილოვანი პლასტიკა", "საზარდულის თიაქრის დაჭიმვის გარეშე პლასტიკა") და 7 რაციონალიზატორული წინადადების  ავტორი, გავლილი აქვს სტაჟირება ავსტრიაში, ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკის ზოგადი ქირურგიის კათედრაზე, პროფ. ერნსტ ბოდნერის ხელმძღვანელობით (1999).  გამოგონებისთვის «Устройство для промывания гнойных полостей»  ВДНХ-ზე დაჯილდოვებულია ВОИР (Всесоюзное Общество Изобретателей и Рационализаторов)-ის სამკერდე ნიშნით  «Изобретатель СССР» და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საპატიო სიგელითა და ფულადი პრემიით. აქვს 35 წლიანი პედაგოგიური მოღვაწეობის სტაჟი ზოგადი ქირურგიის კათედრაზე. 20 წელია, რაც კითხულობს ზოგადი ქირურგიის ლექციათა სრულ კურსს ინგლისურად, უცხოენოვანი დეპარტამენტის სტუდენტთათვის, დღიდან ამ დეპარტამენტის  დაარსებისა (1997), არის ავტორი სახელმძღვანელოსი "General Surgery" (2004), რომელიც სპეციალურად მე-3 კურსელთათვისთვის არის ადაპტირებული; ქართული "ზოგადი ქირურგიის" სახელმძღვანელოს თანაავტორი (2008, 2015), "სამხედრო სამედიცინო ცნობარის" რედაქტორი (2007), ჟურნალ "საქართველოს ქირურგიის მაცნეს"(2016) და "დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედიის" (2011) რედკოლეგიების  წევრი; ლექსებისა და ესეების კრებულების ("ფიქრების მარხილი ოცნების ცხენებით", "ნაკადული ხომ მდინარეს ერთვის", "როგორ არ მეყო ერთი სიცოცხლე") ავტორი და თსსუ ლექსების კრებულის "ჩვენც, ექიმები საქართველოსი" (2010) თანაავტორი. როგორც პრაქტიკოსი ქირურგი, აქტიურად თანამშრომლობს სამედიცინო ცენტრ "იუნონასთან". საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს საპატიო გამომგონებელ – რაციონალიზატორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ზოგადი ქირურგიის კათედრის სტუდენტთა სამეცნიერო წრის ხელმძღვანელი. ქირურგი, თსსუ  მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა -"ენტერალური ზონდური კვება ადრეულ პოსტ ოპერაციულ პერიოდში კუჭისა და 12–გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისას", დაიცვა 1985 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "საზარდულის თიაქარის მკურნალობის შედეგების გაუმჯობესების გზები", დაიცვა 2006 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.20; კარგ ქართველთა საფლავები: facebook.com

Member of Organizations

  • გრიგოლ მუხაძის სახელობის ქირურგიული საზოგადოება, წევრი (1985-)
  • საქართველოს ჰერნიოლოგთა ასოციაცია, წევრი (2005-)

Bibliography


Share: