Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნადეჟდა გვაძაბია![]()
Biographyდაბადების ადგილი: უკრაინის რესპუბლიკა, ზაპოროჟიეს ოლქი, ქ. მელიტიპოლი. დაამთავრა ლვოვის დეკორატიულ–გამოყენებითი ხელოვნების ინსტიტუტი 1954 წელს. 1955 წლიდან მუშაობდა სენაკის ხალიჩების კომბინატში. წარმოშობით პოლონელი მხატვარი საქართველოში გაეცნო გამოყენებითი ხელოვნების მდიდარ ტრადიციებს, შექმნა ესკიზები გობელენებისა და ხალიჩებისათვის. მათში ქართული ეროვნული ორნამენტის პლასტიკურობა ორგანულადაა შერწყმული ქართული ტაძრების მოხატულობის მსუბუქ, ჰაეროვან კოლორიტთან. მისი ესკიზებით შექმნილი ხალიჩები წარმოდგენილი იყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოწყობილ მრეწველობის საერთაშორისო გამოფენებზე: იზმირი (1968), პარიზი (1970), ბაზელი (1971), კაირო (1972 ), ბერლინი (1973), ბრიუსელი (1973). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. 1.–თ., 1997.–გვ.605 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |